დახურვა
დაფინანსებულია 100%-ით
პროექტი სრულად დაფინანსდა
თიბისი სტატუსის მიერ
დაფინანსებულია
გაზიარება
ვიდეოს ჩართვა
ახალგაზრდა გამომგონებლები

ქართველი ახალგაზრდა გამომგონებლები, თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პროექტის - „სტატუს დონეითსის“ მხარდაჭერით, 24-27 ოქტომბერს, დუბაიში - რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან.

ოლიმპიადის - The First Global Challenge მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას ცდილობენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.

წელს ქართველი ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს დაბინძურებული წყლის საფართან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად შექმნილი გამოგონებებით შეეჯიბრებიან.

გალერეა
მეტი
მეტი
მეტი