დახურვა
დაფინანსებულია 100%-ით
პროექტი სრულად დაფინანსდა
თიბისი სტატუსის მიერ
დაფინანსებულია
გაზიარება
ვიდეოს ჩართვა
თინა ჩიგოგიძე

13 წლის თინა ჩიგოგიძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეა. თინას გამორჩეული ნიჭისა და წარმატების ისტორიის შესახებ სტატუსდონეითსის საქველმოქმედო პროექტს მისმა დამ - 15 წლის ლიზამ წერილით მოუყვა. წერილით გავიგეთ, რომ პატარა ბალერინას ოცნება და მიზანი იაპონიაში გამგზავრებაა, რისთვისაც მრავალშვილიანი ოჯახის შემოსავალი საკმარისი არაა. იაპონიაში მოხვედრა თინას სრულიად ახალი შესაძლებლობებისაკენ გაუხსნის გზას, რისთვისაც, როგორც გამორჩეულ მოსწავლეს, პედაგოგებიც უწევენ რეკომენდაციას. მიზნისა და წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე თინას სტატუსდონეითსის საქველმოქმედო პროექტი დაუჭერს მხარს.

გალერეა
მეტი
მეტი
მეტი